Belive

სიახლეები ნაპოლის ლაზარეთიდან - ნგონგე გამოირიცხა, კვარა კვლავ ვარჯიშობს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საშუალებების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამით ემზადება.

"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, საწვრთნელო სამუშაოებს 23 წლის ქართველი ძირითადი ჯგუფისგან დამოუკიდებლად ასრულებს, მაგრამ სავარაუდოდ, დღეს ვარჯიშზე ის გუნდს შეუერთდება და სერია A-ს 31-ე ტურში, "მონცასთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში საბერძნეთთან (0:0, 4:2 პ.) მიიღო, "ატალანტასთან" წაგებული შეხვედრა კი (0:3) გამოტოვა.

ხოლო რაც შეეხება ნეაპოლელთა ახალწვეულ შემტევს - სირილ ნგონგეს, 1 თვიანი უთამაშებლობიდან დაბრუნებული ბელგიელი ფეხბურთელი, კვარას მსგავსად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, თუმცა მან ვარჯიშზე კვლავ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მისი "მონცასთან" თამაში გამოირიცხა.

"ნაპოლი" "მონცას" 7 აპრილს სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები