Belive

შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად სებასტიან პოცონოლის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

39 წლის ბელგიელ სპეციალისტთან ორწლიანი შეთანხმება გაფორმდა.

პოცონოლმა კარიერაში მუშაობა ისეთ კლუბებში მოასწრო, როგორებიცაა მონაკო (საიდანაც ზაფხულში წამოვიდა), როიალ უნიონ სენტ-ჟილი და გენკი.

ახალ პოზიციაზე სებასტიანმა სტივ კლარკი შეცვალა, რომელმაც ეროვნული გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2030 წლამდე ჰქონდა ძალაში. სტივ კლარკის ხელმძღვანელობით შოტლანდიის ნაკრებმა 21-ე საუკუნეში სადებიუტოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ათამაშა, ტავის კოლეგებს შორის კი ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

მიმდინარე წელს შოტლანდია ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია და სლოვენია იქნებიან. პირველ მატჩს გუნდი 26 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები