კვარა, ბარკოლა, დემბელე - ბრესტთან უძლიერეს სამეულს ელოდებიან
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 'პლეი ინის' პირველ დაპირისპირებაში, "ბრესტი" "პსჟ"-ს მიიღებს. მასპინძლები, საკუთარ მოედანზე ვერ ითამაშებენ, რადგან უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მატჩი გინგამში, 'სტად დე რუდურუზე' ჩატარდება, თუმცა გუშინ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მინდვრის საფარი აქაც ცუდ მდგომარეობაშია.
🎥 À quelques heures du match entre le Stade Brestois et le PSG, la pelouse du Roudourou est dans un sale état. 😟
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) February 11, 2025
pic.twitter.com/b7p9P9XYp5
გუნდებს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 1-ელ თებერვალს შედგა და პსჟ-მ 2:5 მოიგო. ამ შეხვედრაში დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ფრანგი შესანიშნავ ფორმაშია და უკანასკნელ 5 ჩატარებულ შეხვედრაში, მინდორი გოლის გარეშე არ დაუტოვებია.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ ბრესტს ლიგა 1-ის პირველი წრის შეხვედრაც მოუგო - 14 სექტემბერს (3:1). დემბელემ იმ შეხვედრაშიც დუბლი შეასრულა. 1-ელ აპრილს ჩატარებულ მატჩში პსჟ-ს შემტევი სამეული კვარა, ბარკოლა და დემბელე იყო, გამოცემა RMC Sport, ძირითადში, დღესაც უძლიერეს სამეულს ვარაუდობს.
სავარაუდო შემადგენლობა:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა
მცველები: ნუნო მენდეში, ვილიან პაჩო, მარკინიოსი და აშრაფ ჰაკიმი
ნახევარმცველები: ჟოაო ნევეში, ვიტინია და დეზირე დუე
თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია
📋 La composition probable du PSG pour affronter Brest ! ❤️💙
— Media Parisien (@MediaParisien) February 10, 2025
🤔 Votre avis sur le XI ? #SB19PSG
📸 @RMCsport pic.twitter.com/sWGkEIOVMd