შეთანხმება შედგა - კრისტიანო ჯუნტოლი ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი გახდება
ადამიანი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერების განხორციელება, ისტორიის დაწერა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში რიგით მესამე სკუდეტოს მოგება მოახერხა, ნეაპოლურ კლუბს ტოვებს.
ის, რაზეც საუბარი იტალიურ მედიაში მთელი წლის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიდიოდა, გაოფიციალურებასთან ძალიან ახლოსაა - კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ამ პოზიციას უკვე ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.
Radio Marte-ს გადაცემა Forza Napoli Sempre-ში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 30 ივნისს შუადღისას "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კრისტიანო ჯუნტოლის დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლებს, რათა კონტრაქტის დარღვევა არ მოხდეს და იტალიელმა მენეჯერმა ახალ კლუბში გადასვლა თავისუფლად შეძლოს. რაც შეეხება თავად ნეაპოლურ კლუბს, სამხრეთში რამდენიმე კანდიდატურას შორის საუკეთესო არჩევანის გაკეთებას ცდილობენ და მალე გახდება ცნობილი, თუ ვის აირჩევს "ნაპოლი".
კრისტიანო ჯუნტოლი "ნაპოლიში" 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ მუშაობდა, მისი კონტრაქტი კი ამ მომენტისთვის ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდეა.