Belive

დორტმუნდის 18 წლის ფეხბურთელი, ვილიარეალთან მატჩის დროს, საავადმყოფოში გადაიყვანეს

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დორტმუნდისა და ვილიარეალის შეხვედრაში, საკმაოდ უსიამოვნო მომენტი დაფიქსირდა. შეხვედრის პირველ ნახევარში, გერმანელთა ახალგაზრდა ფეხბურთელი, კონსტანტინოს კარეცასი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. 18 წლის თავმდამსხმელი, ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩს ატარებდა, თუმცა ჯანრთელობის პრობლემის გამო, შეხვედრა ვეღარ გააგრძელა და შეხვედრის 26-ე წუთზე, მოედანი დატოვა. მის ნაცვლად, თამაშში ეთან ნვანერი ჩაერთო.

ინციდენტიდან მალევე, დორტმუნდმა, ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ პრობლემა სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდებოდა.

კონსტანტინოს კარეცასს, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მოედნის დატოვება მოუწია. ის, დამატებითი გამოკვლევებისთვის, საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოსტა, ამ ეტაპზე, თავს კარგად გრძნობს და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. - ნათქვამია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში

დორტმუნდმა გუშინდელი მატჩი 3:2 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მასპინძელთა მხრიდან, სერუ გირასი გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა. თუმცა, მოგვიანებით, ავტოგოლიც გაიტანა. გირასისთვის, ეს მატჩი, დორტმუნდის მაისურით, რიგით, მე-100 იყო. გირასის გარდა, კიდევ ერთი ავტოგოლის ავტორი, ვილიარეალის ცენტრალური მცველი, რენატო ვეიგა გახლდათ. რაც შეეხება "ყვითელ წყალქვეშა ნავს", მათი მხრიდან, გოლი, სანტიაგო მოურინიომ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი, კუთხურიდან, გიორგი მიქაუტაძემ გაუკეთა.

ვილიარეალი, ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ შეხვედრას, 13 ოქტომბერს, საშინაო არენაზე, ნაპოლის წინააღმდეგ ჩაატარებს. დორტმუნდი კი, მომდევნო დღეს, 14 ოქტომბერს, გასვლით მატჩსი, ბოდო გლიმტს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები