კვარაცხელია რჩეულთა შორის - FourFourTwo-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა, FourFourTwo-მ წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
რჩეულთა შორის ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელმაც ვებგვერდის რეიტინგში 25-ე ადგილი დაიკავა.
,,18 თვის წინ მისი სახელი არავინ იცოდა... ახლა კი კვარადონას სამხრეთ იტალიაში საკულტო გმირის აღიარებული სტატუსი აქვს და მას თვალს ევროპის ყველა დიდი გუნდი ადევნებს.
ხვიჩა კვარაცხელია გასული სეზონის მთავარი ვარსკვლავი იყო, რომელმაც ნაპოლის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი სკუდეტო მოაგებინა. მისი თამაშით გამოწვეული მღელვარება იქ გადაინაცვლებს, სადაც ის წავა...'' - წერს FourFourTwo
FourFourTwo-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც ,,მანჩესტერ სიტისთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა მოიგო.
მეორე ადგილს ჯუდ ბელინგემი იკავებს, მესამეზე კი ჰარი კეინია. ,,ოქროს ბურთის'' წლევანდელმა გამარჯვებულმა, ლეო მესიმ, სიაში მე-6 პოზიცია დაიკავა.
FourFourTwo - 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელები:
ერლინგ ჰოლანდი
ჯუდ ბელინგემი
ჰარი კეინი
კილიან მბაპე
როდრი
ლეო მესი
ბერნარდუ სილვა
მოჰამედ სალაჰი
ანტუან გრიზმანი
ვინისიუს ჟუნიორი
მარტინ ოდეგორი
ხვიჩა კვარაცხელია
რუბენ დიაში