შესაძლოა მემფის დეპაიმ "ბარსელონა" დატოვოს
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ხმების თანახმად, "ბარსელონას" ნიდერლანდელი თავდამსხმელი მემფის დეპაი, ჩავის სამომავლო გეგმებში არ შედის. შესაძლოა, რომ 28 წლის ფეხბურთელმა კატალონიური კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს. მისი სატრანსფერო ფასი 21,5 მილიონ ფუნტს შეადგენს. დეპაი მსურველთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის და ყველაზე დიდი ყურადღება ინგლისური კლუბებისგან დაიმსახურა. მისი შეძენით ორი პრემიერ ლიგის გუნდია დაინტერესებული, "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი ხერარ რომერო იტყობინება, რომელიც დეპაის მანჩესტერული კლუბის რიგებში თამაშს არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ მემფისი ლუი ვან გაალის გაწვრთნილ "იუნაიტედში" ირიცხებოდა. ნიდერლანდელის მოღვაწეობამ ნისლიან ალბიონზე დიდხანს ვერ გასტანა. 18 თვის შემდეგ, საფრანგეთს მიაშურა და "ლიონის" ლიდერადაც ჩამოყალიბდა. არაა გამორიცხული, რომ ერიკ ტენ ჰაგმა, "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინოს. ამ ზაფხულ ნიდერლანდელმა მწვრთნელმა უკვე შეიძინა ტირილ მალასია, კრისტიან ერიქსენი და ლისანდრო მარტინესი. საინტერესოა დაიმატებს თუ არა მანჩესტერელთა თავკაცი თანამემამულეს. ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას" თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს მისი იმედგაცრუება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დეპაიმ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.I see how certain tactics been played around me as a football player. It’s all good, God like this about me.. that’s why im favored. My whole life i wasn’t good enough, didn’t apply to the standard looks and didn’t have the right behavior That’s what happens when you live freely — Memphis Depay (@Memphis) June 29, 2022