Belive

მარკუს რაშფორდი: "მანჩესტერში დაბრუნება არ მინდა, ბარსელონაში მსურს ყოფნა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას 27 წლის შემტევმა - მარკუს რაშფორდმა, მის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მანჩესტერში დაბრუნების არანაირი სურვილი არ ამოძრავებს და სურს, რომ ბარსელონამ გამოისყიდოს.

'ამ სეზონის შემდეგაც დავრჩები „ბარსაში“? რა თქმა უნდა. ეს ჩემი სურვილია, თუმცა ვიცი, რომ კლუბიც უკვე მუშაობს ამაზე.

მე ამ საფეხბურთო კლუბით ვტკბები და ვფიქრობ, რომ ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ბარსელონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი კლუბია. ფეხბურთელისთვის ეს პატივია.

ხალხი ამას ივიწყებს, მაგრამ ჩემი ცხოვრების 23 წელი მანჩესტერში გავატარე. ამიტომ, ზოგჯერ ცვლილებები გჭირდება ადამიანებს. ვფიქრობ, ჩემთანაც ასეა და ყველაფრით ვტკბები, რაც ბარსელონამ მომცა..." - მარკუს რაშფორდი

27 წლის ინგლისელი ბარსელონაში სეზონის სტარტზე მივიდა და საოცარ ფორმაში გამოიყურება. მან 12 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 5 გოლისა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ბარსელონა შემდეგ მატჩს რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს - ახალი სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები