"ევროპაში და პრემიერ ლიგაში ერთდროულად სათამაშოდ მზად არ ვართ" - რუბენ ამორიმი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი რუბენი ამორიმი ამბობს, რომ მისი გუნდი ევრო ტურნირზე სათამაშოდ მზად არაა. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, "წითელი ეშმაკები" ევროპაში და პრემიერ ლიგაში ერთდროულად ასპარეზობისთვის მზად არ არიან.
ჩემი აზრით, ევროპაში სათამაშოდ სათანადოდ მომზადებულები არ ვართ. იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც და პრემიერ ლიგაშიც კარგი თამაშები გვქონდეს, როგორც გუნდი უნდა განვვითარდეთ. გასულ სეზონში ვთქვი, რომ ყველა თამაშისთვის მომზადება გვჭირდებოდა. ყველა მატჩი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და იმისათვის რომ კარგად ვიასპარეზოთ, საფუძველი უნდა შევქმნათ. - განაცხადა მანჩესტერელთა თავკაცმა
Ruben Amorim says Man United are better off without European football this season 👀 pic.twitter.com/4ovokyWyrY
— ESPN UK (@ESPNUK) August 26, 2025
ბოლო შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედმა სწორედ პრემიერ ლიგაში ჩაატარა. "წითლების" მოწინააღმდეგე ფულემი იყო. ლონდონში გამართლი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ ამორიმის გუნდს პრემიერ ლიგაში 1 ფრე და 1 მარცხი აქვს.