"შეიძლება საშიში ჩანს, მაგრამ ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია" - ჯამალ მუსიალა
მიუნხენის ბაიერნის 23 წლის ვარსკვლავი, ჯამალ მუსიალა ზედიზედ 2 მატჩია, მოედანზე გონებაა კარგავს - მუსიალამ თავი შეუძლოდ ჯერ ლაიპციგთან, ხოლო შემდეგ ჰაიდენჰაიმთან გამართულ დაპირისპირებებში იგრძნო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შოკისმომგვრელ კადრებში ნათლად ჩანს ის მძიმე მდგონარეობა, რომელშიც ახალგაზრდა ვარსკვლავი იყო და ახლა მუსიალამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გონების დაკარგვის მიზეზებზე ისაუბრა.
🚨 Jamal Musiala statement on his physical conditions.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 18, 2026
“First things first - I’m doing well! Above all, I’m incredibly grateful for all your messages and your support! I understand that many of you are worried. I want to put those concerns to rest today and explain a little… pic.twitter.com/4UZgqtnsf4
უპირველეს ყოვლისა - თავს კარგად ვგრძნობ! ყველაზე მეტად მადლიერი ვარ ყველა თქვენი შეტყობინებისა და მხარდაჭერისთვის! მესმის, რომ ბევრი თქვენგანი შეშფოთებულია. მინდა, დღეს ეს წუხილი შეგიმსუბუქოთ და ცოტა უფრო დეტალურად აგიხსნათ სიტუაცია:
დამიდგინდა გათიშვის ხანმოკლე, დროებითი ეპიზოდები, რომელთა მკურნალობაც მარტივად არის შესაძლებელი და რომლებიც ნევროლოგიური დისფუნქციით არის გამოწვეული. სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს ის მომენტები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოხდა - მაგალითად, ლაიპციგთან მატჩში და ახლა ჰაიდენჰაიმთან.
ვიცი, რომ ერთი შეხედვით ეს შეიძლება საშიში ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე ეს უბრალოდ ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამ საკითხთან დაკავშირებით საუკეთესო შესაძლო სამედიცინო დახმარებას ვიღებ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბაიერნი და ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და ამ გზაზე მხარს მიჭერენ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მდგომარეობას ჯანმრთელობისთვის დამატებითი საფრთხე არ ახლავს. სპეციალისტებთან მჭიდრო კონსულტაციისა და რეგულარული კომუნიკაციის საფუძველზე, ჩემი პირადი სურვილი იყო, ამ გამოწვევისთვის პირისპირ შემეხედა და, ნევროლოგიის სპეციალისტების თანხმობით, გამეგრძელებინა ის, რაც გამოჯანმრთელებაში ყველაზე მეტად მეხმარება - უბრალოდ მეცხოვრა ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით და გამეგრძელებინა ჩემი საყვარელი საქმის, ფეხბურთის თამაში.
ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა თავად ავიღე. მთლიანობაში, ძალიან კარგი განცდა მაქვს და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ყველაზე მეტად კი ის მეხმარება, რომ ჩემს გუნდთან ერთად კვლავ ვიბრძოლო გამარჯვებებისა და ტიტულებისთვის, თქვენი წარმოუდგენელი მხარდაჭერის ფონზე.
იმედი მაქვს, ეს ყველაფერი უკეთ გაგაგებინებთ ჩემს მდგომარეობას. ამავდროულად, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი სურვილი, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებს, კლუბსა და სპეციალისტებს შორის დარჩეს. - ჯამალ მუსიალა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავმა 2025 წელს ფეხი მოიტეხა, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ იანვარში დაბრუნდა და შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს კვლავ გამოაკლდა.
მუსიალა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, ახლახან გუნდთან ერთად ვარჯიშიც განაახლა და მოედანზე მისი გამოჩენა დამაიმედებელ პროგნოზს იძლეოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გოლიც გაიტანა, მაგრამ მუსიალასა და ბაიერნისთვის მოვლენები კატასტროფულად განვითარდა....