„მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ“ - კროოსის სარკაზმი გერმანელ ვარსკვლავებზე
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ტონი კროოსმა ჯამალ მუსიალა, ფლორიან ვირცი და ალექსანდარ პავლოვიჩი მწვავედ გააკრიტიკა. ეს ყველაფერი კი იურგენ კლოპის მიერ გერმანიის ნაკრების ახალი განაცხადის გამოქვეყნებამდე მოხდა.
ძმასთან, ფელიქსთან ერთად წყვანილ პოდკასტში „Einfach Mal Luppen“, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ეროვნული გუნდის მოახლოებულ შემადგენლობაზე ისაუბრა. ძმებს უნდა დაესახელებინათ სამი ფეხბურთელი, რომელთაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ, ესპანური გამოცემა „AS“-ის ცნობით, კროოსის პასუხი სრულიად მოულოდნელი და სარკასტული აღმოჩნდა:
„მე დავასახელებ სამ მოთამაშეს, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღიათ: პავლოვიჩი, ვირცი და მუსიალა“ - ტონი კროოსი
ტონის ხუმრობა სწორედ ამ ახალგაზრდების უფერულ თამაშს ეხებოდა. იმ ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები მერვედფინალში პარაგვაისთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
ხუმრობის შემდეგ, ვეტერანმა ნახევარმცველმა ის სამი ფეხბურთელიც დაასახელა, რომლებიც რეალურად აკმაყოფილებდნენ პირობას და რომელთა ხილვაც კლოპის სადებიუტო სიაში სურს. ესენია: მიუნხენის „ბაიერნის“ ტალანტები ტომ ბიშოფი და ლენარტ კარლი, ასევე „კიოლნის“ ამომავალი ვარსკვლავი საიდ ელ მალა. თავის მხრივ, ფელიქს კროოსმა არჩევანი იან-აურელ ბისეკზე, კევინ შადესა და გრიშა პრომელზე შეაჩერა.
გერმანიის ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ოთხი საინტერესო მატჩი ელის, სადაც მათი მეტოქეები ნიდერლანდები, სერბეთი და ორჯერ საბერძნეთი იქნებიან.