კლოპმა ტრავმირებული ვირცისა და მუსიალას ნაცვლად ორი ფეხბურთელი გამოიძახა
გერმანია მნიშვნელოვანი შემტევი ფეხბურთელების გარეშე დარჩა, რის გამოც, იურგენ კლოპს შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებების შეტანა მოუწია. ჯამალ მუსიალამ და კაი ჰავერცმა ამსტერდამში მიღებული ფიზიკური დაზიანებების შემდეგ, ნაკრები ნაადრევად დატოვეს.
მუსიალა, გუშინდელ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც ვეღარ ითამაშა. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელს ბარძაყის ტრამვა აქვს.
რაც შეეხება ჰავერცს, მან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა თამაში პირველივე ტაიმში დაასრულა. არსენალის ფეხბურთელი 30-ე წუთზე შეცვალეს. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მოგვიანებით დააზუსტა, რომ ჰავერცს კუნთის დაჭიმულობა აქვს, რის გამოც, ის მომდევნო მატჩებში ვეღარ ითამაშებს.
მუსიალასა და ჰავერცის ტრავმების გამო, კლოპი იძულებულია, გერმანიის ნაკრებში ცვლილებები შეიტანოს. მათი არყოფნის ფონზე, 59 წლის მწვრთნელმა ფლორიან ვირცსა და ფრანკფურტის აინტრახტის თავმდამსხმელ, ჯონათან ბურკარტდს უხმო. საბერძნეთთან მატჩში, რომელიც აუგსბურგში გაიმართება, ვირცსა და ბურკარდტს კარგი შესაძლებლობა აქვთ დაამტკიცონ, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება შეუძლიათ.
🇩🇪 Jamal Musiala (thigh strain) and Kai Havertz (muscle sprain) have withdrawn from Germany's squad
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) September 25, 2026
Florian Wirtz and Jonathan Burkardt will join the team earlier than planned and will be available for the game against Greece on Sunday pic.twitter.com/GI99rbWdxq