Belive

სეზონში მეორედ: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და “ლეჩეს” ნახევარმცველი ფედერიკო ბასკიროტო, ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ანხელ დი მარია, “ტორინოს” შუახაზელი ალექსეი მირანჩუკი და თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი დაამარცხა.

ამავე დროს, ხვიჩამ EA Sports-ის სპეციალური ჯილდოც მოიგო და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც აღნიშნულ პრიზს ერთ სეზონში მეორედ დაეუფლა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მეორედ მოიგო, მასთან ერთად აღნიშნული პრიზი, ვიქტორ ოსიმენს, რაფაელ ლეაუს, მოიზე კინს და კიმ მინ-ჯაეს აქვთ მოგებული.

22 წლის ქართველ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 27 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

“ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, 65 ქულით, უახლოეს მდევარ მილანის “ინტერთან” 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. გუნდს შემდეგი მატჩი სერია A-ს 26-ე ტურის ეგიდით, 11 მარტს “ატალანტას” წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები