"პირდაპირი, დაუნდობელი და უშიშარი - კვარაცხელია ზუსტად ისაა, ვინც ჩელსის აკლია" - ბრიტანული მედია
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი შედგა - სათადარიგოთა სკამიდან, მოედანზე კრიტიკულ მომენტში შესულმა ქართველმა ვარსკვლავმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და პარიზულ გრანდს 3-ბურთიანი სხვაობით მოაგებინა.
პარი სენ-ჟერმენმა ჩელსი 5:2 დაამარცხა, კვარას ანგარიშზე კი დუბლი და საგოლე გადაცემაა, რამაც საპასუხო მატჩის წინ პარიზელებს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ თამაშს ბრიტანული მედია გამოეხმაურა - სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი ვარსკვლავი სწორედ ის მოთამაშეა, რომელიც ლონდონის ჩელსის აკლია.
🔝🔝🔝🔝🔝🔝🔝🔝🔝 pic.twitter.com/IAsLz0VycA
— Paris Saint-Germain (@PSG_espanol) March 11, 2026
კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მატჩში გარდატეხის შემტანი ვარსკვლავია. ქართველმა ვარსკვლავმა ჩელსის წინააღმდეგ თამაში საკუთარ თავზე აიღო და რამდენი შესაძლებლობაც მიეცა, მეტოქის დაცვა იმდენჯერ ააოხრა. ის იყო პირდაპირი, დაუნდობელი და უშიშარი.
ძალიან მცირე დროში მან დუბლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო. კვარაცხელიამ არისტოკრატებს ნათლად დაანახა, თუ რა აკლიათ გუნდში - მარცხენა შემტევი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებს და ფინალურ მესამედში გარდატეხას შეიტანს. - FOOTBALL TODAY.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის უკანასკნელ 11 მატჩში კი ქართველმა ვარსკვლავმა 11 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენის საპასუხო მატჩი 18 მარტს, სტემფორდ ბრიჯზე გაიმართება.