Belive

კონტეს ხელმძღვანელობით ნაპოლიმ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლი'' ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდს ჯერჯერობით არ შეერთებია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ევრო 2024-ის შემდეგ ისვენებს.

დღეს ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ,,პარტენოპეიმ'' ,,ანაუნეს'' წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 4:0 იმარჯვა.

ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეულის, მათ შორის ელია კაპრილეს (ნაპოლის საკუთრება, რომელიც ემპოლიში იყო განათხოვრებული), რაფა მარინისა და ლეონარდო სპინაცოლას დებიუტი შედგა. ამ უკანასკნელმა პირველ ტაიმში გოლის გატანაც შეძლო.

მეორე ნახევარში გოლები ვალიდ შედირამ, ჯანლუკა გაეტანომ და სირილ ნგონგემ გაიტანეს.

,,ნაპოლის'' წინ კიდევ 4 ამხანაგური მატჩი ელის (მანტოვას, ადანა დემირსპორის, ბრესტისა და ჟირონას წინააღმდეგ), კონტეს გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას შაბათს, 20 ივლისს, ,,მანტოვას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები