სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დასახელდა
მილანში, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე (Gran Galà del Calcio AIC), სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დასახელდა (2 ივნისს სერია A-მ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა).
,,ნაპოლის'' ნიგერიელმა თავდამსხმელმა 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩეპიონატი მოიგო. 24 წლის შემტევმა სერია A-ში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჯილდოს მოქმედი მფლობელი ,,მილანის'' პორტუგალიელი შემტევი, რაფაელ ლეაუ იყო.
სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი - ხვიჩა კვარაცხელია
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ლუჩიანო სპალეტი
სეზონის საუკეთესო გუნდი - ნაპოლი
სეზონის საუკეთესო მსაჯი - დანიელე ორსატო
სეზონის საუკეთესო თერთმეტეული - მენიო, დი ლორენცო, ბასტონი, კიმი, ტეო ერნანდესი, ლობოტკა, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ლეაუ, კვარაცხელია, ოსიმენი
#GGDC2023 ✨
— Gran Galà del Calcio AIC (@GranGalaAIC) December 4, 2023
Victor Osimhen è il calciatore dell’anno 2022/23 #GranGalàDelCalcio #Osimhen #VictorOsimhen #Napoli pic.twitter.com/SWf9yA85nC