Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება პარმას წინააღმდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" "პარმას" უმასპინძლა და ნეაპოლურმა გუნდმა დამატებით დროში კაცნაკლულ მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 2:1 მოუგო. მე-19 წუთზე პენალტის ნიშნულიდან "პარმას" ფეხბურთელმა ანგე-იოან ბონმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 75 წუთზე სტუმარი გუნდის რიგებიდან მეკარე, ზიონ სუზუკი გააძევეს, ამ მომენტში საინტერესო ის იყო, რომ "პარმას" ყველა შეცვლა გაკეთებული ჰქონდა და კარში მცველი ჩადგა, კერძოდ ენრიკო დელ პრატო. სწორედ ამის შემდეგ მოიგო "ნაპოლიმ" მატჩი, ჯერ 90+2 წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა რომელუ ლუკაკუმ, ხოლო 90+6 ანგისამ თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასება 8.2 დაუწერა. კვარამ კარში 4-ჯერ დაარტყა, კარისკენ 3-ჯერ, 4-ჯერ დარტყმული კი დაუბლოკეს. ქართველ ფეხბურთელს 3 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და 1 აღმოჩნდა წარმატებული. ბურთს 66-ჯერ შეეხო, 35 გადაცემიდან 29 ზუსტი იყო (83%), 8 ორთაბრძოლაში შევიდა და გამარჯვებული 2 შემთხვევაში დარჩა.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას 6.8 შეფასება დაუწერა.

ამ მატჩის შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება, ჯერ 7 სექტემბერს ჩეხეთთან, შემდეგ 10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

გუნდში დაბრუნების შემდეგ კვარა "კალიარის" წინააღმდეგ ითამაშებს, შეხვედრა 15 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები