Belive

კვარა და ლეაო: პსჟ სერია A-ს გამორჩეულ გარემარბებს მიუბრუნდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ფრანგული მედია საშუალება lequipe საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, "პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას დამატების მცდელობის გაგრძელებას აპირებს. "პარი სენ-ჟერმენი" გეგმავს, რომ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის პოტენციურ ტრანსფერს მიუბრუნდეს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი არ გამოუვათ. მაშინ, გუნდის ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელის ან იტალიის სერია A-ს კიდევ ერთ გამორჩეულ გარემარბს, "მილანის" პორტუგალიელ შემტევს, რაფაელ ლეაოს დამატებას შეეცდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისელი შემტევის გაშვების სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რაც შეეხებათ ქართველ და პორტუგალიელ ფეხბურთელებს, მათთან თანამშრომლობის მისაღწევად გაცილებით დიდი თანხის ინვესტირება მოუწევთ.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ინდივიდუალური სურვილი და მოთხოვნა გუნდის ხელმძღვანელობასთან მიმართებით, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას შემადგენლობაში შენარჩუნება გახლავთ. მას კონტრაქტი გუნდთან კიდევ 3 წლის განმავლობაში აკავშირებს.

სხვა სტატიები