Belive

40 წლის მოდრიჩმა მილანის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და 64-წლიანი რეკორდი დაამხო

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის შეხვედრაში მილანმა ბოლონია ლუკა მოდრიჩის ერთადერთი, სადებიუტო გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. ხორვატმა ფეხბურთელმა თავისი გუნდი 61-ე წუთზე დააწინაურა და გამარჯვებაც მოუტანა.

40 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი ამ გოლით ისტორიაში შევიდა, ის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ნახევარმცველი გახდა, ვინც გოლი გაიტანა. ლუკამ ნილს ლიდჰოლმის 64-წლიანი რეკორდი დაამხო.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით რეალ მადრიდიდან შეუერთდა და კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ხორვატმა ახალ გუნდში უკვე 4 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა დააგროვა.

სხვა სტატიები