საუკეთესო ორივე გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სასუოლოსთან შეხვედრაში?
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში (გადადებული მატჩი) ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლო'' სტუმრად 6:1 დაამარცხა.
მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
23 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და WhoScored-სგან უმაღლესი, 10-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ხვიჩა ,,სასუოლოს” წინააღმდეგ ბურთს სულ 78-ჯერ შეეხო, კარისკენ ცხრაჯერ დაარტყა (3-ჯერ კარში) და 48-დან 45 სწორი გადაცემა გააკეთა (94%).
ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 9.4 ქულით შეაფასა, რითაც ქართველი შემტევი მხოლოდ ოსიმენს ჩამორჩა (9.5).
26 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 40 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზეა.
ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო მატჩს 3 მარტს ტურინის ,,იუვენტუსის'' წინააღმდეგ გამართავს.
Kvaratskhelia + Osimhen 🫂#SassuoloNapoli pic.twitter.com/bHzhKECXOP
— Lega Serie A (@SerieA_EN) February 28, 2024