Belive

კვარაცხელია 20-ეულშია - მსოფლიოს საუკეთესო შემტევები ESPN-ის ვერსიით

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით დაჰყო - 10 მეკარე და 30-30-30 მცველი/ნახევარმცველი/თავდამსხმელი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო. მათ სთხოვეს, გასული სეზონის მიხედვით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაესახელებინათ, თუმცა 2023-2024 წლების სეზონი შეფასების მთავარი ფაქტორი არ ყოფილა.

Top ოცეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა:

მთავარი თვისებები და სათამაშო სტილი: მეტსახელად კვარადონა, ის კრეატიული გარემარბია, რომელიც ორივე ფეხით თამაშობს.

სტატისტიკა, რომელიც უნდა იცოდეთ: სერია A-ს პირველ 2 სეზონში მონაწილეობა 39 გოლში მიიღო, რაც ამ პერიოდში მე-4 საუკეთესო შედეგია.

რატომ არის ის სიაში: შესაძლოა, ნაპოლისთვის ეს სეზონი დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ბრწყინვალე კვარაცხელიამ, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გარემარბია, 14 გოლი გაიტანა და 14 ასისტი მიითვალა. უსიამოვნო ტრავმების მიუხედავად, კვარა გოლებითაც და პასებითაც სერია A-ს ათეულში მოხვდა.

პროგნოზი 2024-2025 წლების სეზონისთვის: კვარაცხელიამ, შესაძლოა, ნაპოლი ამ ზაფხულს დატოვოს. თუმცა, მას გუნდთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ პსჟ-ს ან ჩელსის (და შეიძლება ბარსელონასაც თუ გუნდი ფინანსურ რესურს გამონახავს) სერიოზული წინადადების მომზადება დასჭირდება. - წერს Espn

რეიტინგში პირველ ადგილს კილიან მბაპე იკავებს, მეორეზე ჰარი კეინია, მესამეზე კი - ერლინგ ჰოლანდი.

30 საუკეთესო შემტევი Espn-ის ვერსიით:

  1. კილიან მბაპე

  2. ჰარი კეინი

  3. ერლინგ ჰოლანდი

  4. ვინისიუს ჟუნიორი

  5. მოჰამედ სალაჰი

  6. ანტუან გრიზმანი

  7. ლეო მესი

  8. ფილ ფოდენი

  9. ბუკაიო საკა

  10. სონი

  11. კოულ პალმერი

  12. ლაუტარო მარტინესი

  13. ვიქტორ ოსიმენი

  14. რაფაელ ლეაუ

  15. კრიშტიანუ რონალდუ

  16. როდრიგო

  17. ოლი უოტკინსი

  18. ალექსანდერ ისაკი

  19. ლუის დიასი

  20. ხვიჩა კვარაცხელია

  21. ლეროი სანე

  22. ვიქტორ ბონიფასე

  23. დუშან ვლაჰოვიჩი

  24. პაულო დიბალა

  25. ნიკლას ფიულკრუგი

  26. რობერტ ლევანდოვსკი

  27. უსმან დემბელე

  28. კრისტიან პულისიჩი

  29. ჯეკ გრილიში

  30. ვიქტორ დიოკერეში

სხვა სტატიები