პსჟ-მ სენტ-ეტიენი დაამარცხა | ხვიჩას და ზურიკოს შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრაში "პსჟმ" "სენტ-ეტიენი" 1:6 გაანადგურა. პირველი გოლი მე-9 წუთზე ზურიკო დავითაშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ ლუკას სტასინმა გაიტანა, 43-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან სხვაობა აღადგინა გონსალო რამოშმა, 50-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი გუნდი წინ გაიყვანა, შემდეგ იყო დეზირე დუეს დუბლი, ჟოაო ნევეშის გოლი და საბოლოო ანგარიში იბრაჰიმ მბაიემ დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს და ორივე ერთ დროს 63-ე და 64-ე წუთებზე შეცვალეს. Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას 7.5 შეფასება დაუწერა, მან როგორც უკვე გითხარით 1 გოლი გაიტანა, კარში 2-ჯერ დაარტყა, 2-ჯერაც დაუბლოკეს, ხოლო ერთხელ კარისკენ დაარტყა, კვარა ბურთს 49-ჯერ შეეხო, 32 გადაცემიდან 30 ზუსტად შეასრულა (94%), 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა.
ზურიკო დავითაშვილმა 6.9 შეფასება დაიმსახურა, მან ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს, ბურთს 28-ჯერ შეეხო, 16 გადაცემიდან 14 ზუსტად შეასრულა (88%), 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა.
3 points de plus... avant la fête 🏆🙌 ?
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) March 29, 2025
Le @PSG_inside sera sacré champion de France 2024/25 si le match #ASMOGCN se termine sur un score nul... 👀 #ASSEPSG pic.twitter.com/mDnZUQITbl
"პსჟ" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილზეა (22 მოგება, 5 ფრე, 0 მარცხი), პარიზული გუნდი მეორეადგილოსან "მარსელს 22 ქულით უსწრებს, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დღეს "მონაკო" "ნიცას" დაუპირისპირდება ერთ-ერთი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში "პსჟ"-ს გაჩემპიონება 1 ტურით გადაიდება, ხოლო თუ მატჩი ფრედ დასრულდა მაშინ პარიზული გუნდი ჩემპიონობას მეცამეტედ იზეიმებს.
"პსჟ" მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასის 1/2-ფინალის ეგიდით 1 აპრილს, 23:10 საათზე, "დიუნკერკის" წინააღმდეგ გამართავს.
"სენტ-ეტიენს" 20 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა (5 მოგება, 5 ფრე, 16 მარცხი), ბოლოადგილოსან მონპელიეს 15 ქულა აქვს, ხოლო მე-16 ადგილოსან "ლე ავრს" 21. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 6 აპრილს, 17:00 საათზე "ლენსის" წინააღმდეგ გამართავს.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო ზურიკო დავითაშვილს 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა.