Belive

საუკეთესო მოედანზე | რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ რენთან მატჩში?

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში პსჟ-მ რენი მიიღო და 5:0 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულში იყო და ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ამ სეზონში პირველად შეასრულა დუბლი და ლიგა 1-ში უკვე სამი გოლი დაუგროვდა. ანგარიში 28-ე წუთზე სწორედ ქართველმა შემტევმა გახსნა - საყვარელი მარცხენა ფლანგიდან დაწყებული რეიდით მეტოქის საჯარიმომდე მივიდა და უზუსტესად დაარტყა.

კვარამ დუბლი 67-ე წუთზე შეასრულა, როცა რენის მცველების უყურადღებობით მაიულუმ ისარგებლა და პენალტის ნიშნულთან ხვიჩას დასარტყმელად გაუგორა, კვარაცხელიამაც უზადოდ შეასრულა. თითო გოლი მაიულუმ, მბაიემ და გონსალო რამუშმა გაიტანეს.

SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო (9.5-დან 9.7-დე შეფასება).

პსჟ ლიგა 1-ის მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ლანსს. პარიზელები შემდეგი ტურის მატჩს სტუმრად, მეცთან ჩაატარებენ.

სხვა სტატიები