Belive

სლოტი: ,,დღეს გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნოდა''

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, პარი სენ ჟერმენთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,გასული სეზონის მსგავსად, დღეს იმაზე ბევრად ნაკლები მივიღეთ, ვიდრე ვიმსახურებდით. ის თამაში უნდა მოგვეგო (0:1 მარცხი) და დღესაც, ჩემი აზრით, გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნოდა. თუმცა, ეს ყველაფერი პსჟ-ს ხარისხზე მეტყველებს - მათ გოლი არ გაგვატანინეს, ხოლო დემბელეს დაგვირგვინება, ალბათ, ამტკიცებს, თუ რატომ გახდა ის ოქროს ბურთის მფლობელი, რატომ მოიგო პარიზმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და რატომ აქვთ ისევ მოგების კარგი შანსი...

გასული კვირა მძიმე და ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთ კვირაში ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გაშვებული გოლის შემდეგაც კი... საკმარისზე მეტი მომენტი შევქმენით და მინიმუმ 2 გოლი უნდა გაგვეტანა, თუმცა ერთიც ვერ გავიტანეთ. ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ.

ეკიტიკეს ტრავმა? მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მგონია, რომ ეს ყველამ დავინახეთ. დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება, თუმცა აშკარაა, რომ კარგად არ გამოიყურებოდა. მეორე ტაიმში ის სახლში წავიდა, ასე რომ, ჯერ არ მინახავს. თამაშის წაგება ისედაც ძალიან მძიმეა, ფეხბურთელის დაკარგვა კი ამ სეზონში არაერთხელ გამოვცადეთ...'' - არნე სლოტი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პარი სენ ჟერმენმა ლივერპული 2:0 დაამარცხა. შედეგად, პარიზულმა გუნდმა 2 შეხვედრის ჯამში 4:0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბაიერნს ან რეალს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები