Belive

პარი სენ-ჟერმენი რენთან დამარცხდა | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში რენმა პარი სენ-ჟერმენი 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. კვარამ 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 35-ჯერ შეეხო, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, 26 გადაცემიდან 21 ზუსტად შეასრულა (81%), კარისკენ კი ერთხელ დაარტყა და დაუბლოკეს.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.2

  • Flashscore - 7.3

  • Whoscored - 6.6

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 51 ქულით პირველ ადგილზეა (16 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მონაკოს წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 17 თებერვალს გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები