საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთის წინააღმდეგ
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშს პირველად იხილავს. ჩვენი გუნდი ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ჩეხეთს უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.
ეს ორი ნაკრები ისტორიაში მეორედ ხვდება ერთმანეთს. პირველი მატჩი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე, F ჯგუფის მეორე ტურში შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველომ ერთა ლიგის B დივიზიონამდე D და C დივიზიონებიც გამოიარა, ხოლო ჩეხეთი A დივიზიონიდან დაქვეითდა B-ში.
ჩეხეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი
ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე