Belive

'მისი ჯადოსნური ფეხები შედეგზე გავლენას ახდენს' | Guardian-ის დახასიათება ფეხბურთელებს

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

The Guardian-მა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, პსჟ-ს ფეხბურთელები შეაფასა და მათ თამაშს რამდენიმე წინადადებიანი დახასიათება მიუძღვნა:


მატვეი საფონოვი - თითქოს დაავიწყდა, რომ მეკარეებს ჰავერცის დარტყმისას ხელების გამოყენების უფლება აქვთ. პენალტების სერიაში აღებასთან ახლოსაც არ ყოფილა, მაგრამ არც იყო საჭირო. (6 ქულა)

აშრაფ ჰაკიმი - ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ბარძაყის ტრავმის გამო, 100%-ით ფორმაში არ იყო და ვერ შეძლო იგივე გავლენის მოხდენა, რაც ჩვეულებრივ აქვს. (7 ქულა)

ნუნო მენდეში - არსენალი ფიქრობდა, რომ დამატებით დროში პენალტი უნდა დაენიშნათ მადუეკესთან ინციდენტის შემდეგ. მისი სუსტი პენალტი რაიამ მოიგერია. (6 ქულა)

მარკინიოსი - პსჟ-ს კაპიტანმა ვერაფერი მოახერხა არსენალის პირველი გოლის დროს, თუმცა, ალბათ, შეცვლას არ ელოდა. (7 ქულა)

უილიამ პაჩო - ჰავერცთან ბრძოლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ გონს მოვიდა და დამატებით დროში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბლოკი შეასრულა. (7 ქულა)

ფაბიან რუისი - ბურთის გადაგდებისთვის პირველ წუთზე უნდა მიეღო ყვითელი ბარათი და ცენტრალურ ნახევარდაცვაში ჩვეული სიმშვიდე არ გააჩნდა. (6 ქულა)

ვიტინია - პსჟ-ს ნახევარდაცვის გული, როგორც ყოველთვის, ყველგან იყო. არ იყო კმაყოფილი დამატებით დროში მოედნიდან გაყვანით. (8 ქულა)

ჟოაო ნევეში - პორტუგალიელი ნახევარმცველი დაღლილი იყო ლუის-სკელისთან ბრძოლის ფიზიკურობით, მაგრამ არ დანებებულა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. (8 ქულა)

დეზირე დუე - თავიდან იმედგაცრუებული ჩანდა ინკაპიესა და ტროსარის მიერ ორმაგი მეთვალყურეობის გამო. შესვენების შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან პსჟ-მ თამაში გააძლიერა. (9 ქულა)

უსმან დემბელე - გასული წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული თამაშში მნიშვენლოვან როლს ვერ ასრულებდა, მაგრამ პენალტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო და გაიტანა კიდეც. (7 ქულა)

ხვიჩა კვარაცხელია - უჩვეულოდ ნელი სტარტის შემდეგ უფრო მეტ გავლენას ახდენდა. ქართველის ჯადოსნურმა ფეხებმა აიძულა მოსკერა პენალტი აეკიდებინა. კვარამ მოგვიანებით ბურთი ძელსაც გაარტყა. (8 ქულა).

სხვა სტატიები