საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა სომხეთის წინააღმდეგ
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში სომხეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" გაიმართება.
ერევანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (0:3) შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება.
ცნობილია თუ რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო დღევანდელ შეხვედრაში:
გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია(C), საბა გოგლიჩიძე, ოთარ კაკაბაძე, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე.
ფოტო: ეროვნული ნაკრები