ლე ავრი Vs პსჟ | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა
შაბათს ღამით, საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში, პარი სენ ჟერმენი ლე ავრს ესტუმრება. მატჩი 00:05 საათზე დაიწყება.
რამდენიმე ვებგვერდმა შეხვედრის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა.
Goal.com-ის ვერსია | საფონოვი - ბერალდო, ზაბარნი, ერნანდესი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, დრო ფერნანდესი, ლი, დუე, ბარკოლა, რამუში.
Whoscored-ს ვერსია | საფონოვი - მენდეში, პაჩო, ზაბარნი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, დრო ფერნანდესი, კვარაცხელია, რამუში, ბარკოლა.
Flashscore-ს ვერსია | საფონოვი - მენდეში, პაჩო, ზაბარნი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, დუე, ბარკოლა.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო უსმან დემბელე, ფაბიან რუისი, სენი მაიულუ და კენტენ ნჯანტუ დააკლდებიან.
ლიგა 1-ის 23 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ლე ავრი კი 26 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.