Belive

საქართველომ გიბრალტარის ნაკრები დაამარცხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გოლის ავტორები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი წიტაიშვილი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო საქართველოს ნაკრებში. პირველი გოლი ჩვენი მხრიდან კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. მეტოქეთა მხრიდან გოლის ავტორი ლუი ენესლი იყო, რომელმაც ანგარიშის შემცირება სტანდარტულიდან შეძლო.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგები თურქეთი, საბრძენეთი და ყაზახეთი არიან. ერთა ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრას საქართველო 2024 წლის მარტში გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ზედიზედ მე-11 მატჩი არ წააგო, რაც რეკორდია. აქამდე საუკეთესო თემურ ქეცბაია იყო, რომელმაც ზედიზედ 10-ჯერ დატოვა მოედანი მარცხის გარეშე.

სხვა სტატიები