საქართველო და სომხეთი 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანენ
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციები, ფიფას, 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განაცხადს გააკეთებენ.
აღნიშნული ინიციატივა, ფედერაციების პრეზიდენტებმა, შესაბამისად ლევან კობიაშვილმა და არმენ მელიქბენიაკინმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს.
2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით, საქართველო და სომხეთი განაცხადს მალე გააკეთებენ. უფრო მეტი დეტალი ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
"ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა, რისთვისაც მადლობა ჩემს კოლეგას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ერთობლივად, ორი მეგობარი და მეზობელი, საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყნები, ვაპირებთ განაცხადის შეტანას 2029 წლის ფიფას 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და გვიხარია, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ პროექტზე. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვეხმარება სამომავლოდ საქართველოში და სომხეთში ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. იმედია, გავიმარჯვებთ და ერთობლივად ვუმასპინძლებთ ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს. მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. მათ შორის, გასულ წელს, წარმატებით ვუმასპინძლეთ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
საქართველომ სანაკრებო დონეზე, გასულ წლებში ორ დიდ ტურნირს, უეფას ევროპის U19 და U21 წლამდელთა ჩემპიონატებს უმასპინძლა.