Belive

სანიოლის ასისტენტი კვარაზე: ,,მახსოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუმფრისის წინააღმდეგ თამაში''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა, L'Equipe-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

,,მახსოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუმფრისის წინააღმდეგ თამაში... მატჩი თითქმის დასრულებული იყო, კვარაცხელიამ კი უდიდესი ძალისხმევა გასწია და საკუთარ ნახევარზე დაბრუნდა. ეს ყველაფერი მის მენტალურ თვისებებზე მეტყველებს.

მის არაჩვეულებრივ შემტევ მახასიათებლებს დაცვაში თამაშის უნარიც დაემატა. ფიზიკური მონაცემებით ფენომენია - შეუძლია აჩქარება, წინ და უკან სირბილი, არ ეშინია ბრძოლაში ჩართვის, ეს მისთვის თამაშის ნაწილია.

თუ ნაკრებში ყოფნისას, მაგიდასთან მჯდომს დაინახავთ, გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. კვარა უბრალო, თავმდაბალი ბიჭია, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია. მას არ სურს, რომ ვინმესგან განსხვავებულად მოეპყრონ, არასდროს მსმენია, რომ რამე მოეთხოვოს. უბრალოდ, უნდა, რომ გუნდის ნაწილი იყოს და საკუთარი როლი შეასრულოს. იმასაც გეტყვით, რომ ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოედნიდან მისი გაყვანა ყველაზე რთულია.'' - დევიდ უები

კვარას ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

ხვიჩამ პარიზულ გუნდში გატარებულ სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები