დუბლი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში | კვარაცხელიას შეფასება ბაიერნთან მატჩში
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Whoscored - 9,2 (ყველაზე მაღალი მატჩში)
Sofascore - 8,4 (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ მხოლოდ კეინსა და დიასს ჰქონდათ)
Flashscore - 8,5 (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ დიასს ჰქონდა)
ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 38-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა, 12-დან 6 დუელი მოიგო და 19-დან 16 ზუსტი გადაცემა გააკეთა (84%).
ბაიერნსა და პსჟ-ს შორის საპასუხო შეხვედრა 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.