Belive

პსჟ Vs ნიუკასლი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთხშაბათს ღამით ჩემპიონთა ლიგის დასკვნით (ლიგის ფაზის), მე-8 ტურში პარი სენ ჟერმენი ნიუკასლს უმასპინძლებს.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა. ქართველ ვარსკვლავს ძირითადში არც ლიგის წინა ტურში, სპორტინგთან უთამაშია, თუმცა მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. ხვიჩა პარასკევს, ოსერთან ლიგა 1-ის შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:

შევალიე - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, დემბელე, დუე, ბარკოლა.

ნიუკასლის სავარაუდო შემადგენლობა:

პოუპი - ტრიპიე, ბოტმანი, ჩაო, ჰოლი, მაილი, ტონალი, რემზი, ბარნსი, გორდონი, ვოლტემადე.

პარიზულ კლუბს ტრავმის გამო საფონოვი დააკლდება, ვარჯიშს კი ნევეში, ჰაკიმი, მენდეში და ფაბიან რუისი დაუბრუნდნენ.

ნიუკასლს შერი და ბერნი ვერ დაეხმარებიან, საეჭვოა ბრუნო გიმარაეშის, ჟოელინტონის, კრაფტის, ლივრამენტოს, ლასელსის, მერფისა და ოსულას თამაშიც.

7 ტურის შემდეგ პსჟ 13 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა, ნიუკასლი კი ასევე 13 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები