Belive

"სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია" - ლუის ენრიკე კვარასა და დუეს ტრავმაზე

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩში რომას დაუპირისპირდება. მატჩი 25 ნოემბერს, 23:55 საათზე, პარკ დე პრენსზე გაიმართება. ლიგის ფაზის მომდევნო მატჩამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმის შესახებ ისაუბრა.

ტრავმები ყველა გუნდისთვის პრობლემაა - ამის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ისეთი მძიმე დაზიანებები, როგორიც კვარასა და დუეს აქვთ სამწუხაროა, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი დაშავებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სირთულეებთან გამკლავება შეგვიძლია. ბუნებრივია, დიდი გამოწვევაა, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმჯობესდეთ და როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ რთულ ვითარებაში. - ლუის ენრიკე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვთ გაწყვეტილი. ქართველმა ვარსკვლავმა ოპერაცია უკვე გაიკეთა და სარებილიტაციო პროცესსაც შეუდგა, დეზირე დუეს კი ოპერაცია დაახლოებით 1 თვეში ჩაუტარდება.

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის განვლილ 4 ტურში, ოთხივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო - პარიზელებმა 20 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 5 გაუშვეს.

სხვა სტატიები