"სამარცხვინოა" - ტონი კროოსი გაბრი ვიეგას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"რეალ მადრიდის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც თავისი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას არ არის ჩვეული, გაბრი ვიეგას გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.
21 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა "სელტადან" "ალ აჰლიში" გააგრძელა, რასაც კროოსმა სამარცხვინო უწოდა.
ესპანელი ახალგაზრდა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მთელი ზაფხული განმავლობაში მისი სახელი რამდენიმე ტოპ კლუბს დაუკავშირეს. როგორ ჩანს ეს ტრანსფერი კროოსისთვის მოულოდნელზე მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. გერმანელმა ემოციები არ დამალა და ვიეგას კარიერის განვითარებას ასე გამოეხმაურა - "სამარცხვინო".
კროოსს მალევე გამოუჩნდნენ თანამოაზრეები, რომლებიც თვლიან, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელმა კარიერის საწყის ეტაპზე არჩევანი ფულზე არ უნდა გააკეთოს.