Belive

ალან შირერი: "პრემიერ ლიგას წელსაც მანჩესტერ სიტი მოიგებს..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ალან შირერმა, "BBC Radio"-სთან საუბრისას, პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარი ფავორიტები დაასახელა და აღიარა, რომ პრემიერ ლიგას კვლავ მანჩესტერ "სიტი" მოიგებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ლიდერობს პრემიერ ლიგის ცხრილს, სიტი ახლა ძალიან საშიშად გამოიყურება. სეზონის წინ ვთქვი, რომ პრემიერ ლიგას კვლავ სიტი მოიგებდა, ახლაც ამ აზრზე ვარ.

ვფიქრობ, იმ შემადგენლობით, რომელიც მათ ჰყავთ არის ძალიან ღრმა და იდეალურად შედგენილი. ყველა ფეხბურთელი, რომელიც მათ გუნდში ირიცხება, აბსოლუტურად ყველას შეუძლია თამაშში გარდამტეხი როლი შეიტანოს.

მე ვფიქრობ, სამივე მათგანი ("სიტი"; "არსენალი" და "ლივერპული") შთამბეჭდავად გამოიყურება. ვიცი, რომ ტოტენჰემის და ასტონ ვილას გულშემატკივრები ახლა ჩემს მიმართ დიდ კრიტიკას გამოთქვამენ, მაგრამ ვფიქრობ, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ეს გუნდები ვერ იბრძოლებენ..." - ალან შირერი

შეგახსენებთ, რომ ალან შირერი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 260 გატანილი გოლია და მეორე ადგილზე მყოფ ჰარი კეინს 47 გატანილი გოლით უსწრებს.

სხვა სტატიები