"ესეც ჩაივლის" - კაილ უოკერი სიტის რთულ პერიოდს გამოეხმაურა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ სიტი" "ბრაიტონთან" 2:1 დამარცხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას გუნდმა, ყველა ტურნირზე, ზედიზედ ოთხი შეხვედრა დათმო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ქალაქელებმა" აღნიშნული შედეგი ბოლოს 2006 წელს აჩვენეს.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კაილ უოკერი გუნდის რთულ პერიოდს გამოეხმაურა.
ასეთ მომენტებში ფეხბურთელების ხილვა მინდა. სწორედ ასეთ დროს ყალიბდება ნამდვილი ხასიათი. ბოლო რვა წელი ყველაფერს ვიგებდით, ყოველ შეხვედრაში ვდომინირებდით მაგრამ, ახლა რთული დროა.
ეს ისეთი დროა, როცა მოთამაშეებმა ჩვენი გამოცდილება უნდა გამოვავლინოთ ან ფეხბურთელებმა, რომლებიც არც ისე დიდი ხანია აქ არიან, ამ კლუბის საფუძვლები უნდა აჩვენონ.
ეს ფეხბურთია. იმის გათვალისწინებით თუ როგორი ფეხბურთელები, მწვრთნელები, კლუბი და ფანები გვყავს, ყველაფერი ჩაივლის. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ შტორმს, სანაკრებო პაუზის შემდეგ კარგ ფორმაში დავბრუნდეთ და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს უნდა შევუდგეთ. - განაცხადა კაილ უოკერმა
სანაკრებო პაუზის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში ელის. "ქალაქელები" "ტოტენჰემს" შეხვდებიან, რომელთანაც ეს წაგებების სერია დაიწყო. აღნიშნული მატჩი 23 ნოემბერს 21:30 საათზე არის ჩანიშნული.