Belive

"სამარცხვინოა" - ფანებმა მაკტომინეი მწვავედ გააკრიტიკეს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, "ბაიერნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება შედგა. მიუნხენში, "ალიანსზე" გამართული საფეხბურთო კლასიკა მასპინძლების გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში მაკტომინეიმ ბურთი დაკარგა და "ბაიერნმა" სწრაფი შეტევა წამოიწყო, თუმცა, შოტლანდიელი ნახევარმცველი ორთაბრძოლაში შესვლას მოერიდა. სწორედ ამ გარემოებამ განარისხა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები, რომლებმაც მაკტომინეის სამარცხვინო უწოდეს. 

ნაცვლად იმისა, რომ მაკტომინეის შეცდომის გამოსასწორებლად სპრინტი განეხორციელებინა და მეტოქის შეტევა ჩაეშალა, ის ნელი მოძრაობებით დაბრუნდა უკან. 

სხვა სტატიები