Belive

"ესაა პროექტი, რომელზეც პასუხისმგებლობას ვიღებ" - ერიკ ტენ ჰაგი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, "გალათასარაისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება შედგა. სტამბოლში გამართული მატჩი, ფრედ 3:3 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, "მანჩესტერ იუნაიტედი", A-ჯგუფის ფსკერზე იმყოფება.

უკანასკნელ ტურში, "წითელი ეშმაკები" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან და დიდია ალბათობა, რომ პრემიერ ლიგის გრანდმა ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულოს.

"გალათასარაისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ აიღო და აღნიშნა, რომ ესაა პროექტი, რომელიც სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

პასუხისმგებელი მე ვარ. ესაა ჩვენი პროექტი. ჩვენ წინ მივიწევთ და თანდათან ვუმჯობესდებით, რაც იმედისმომცემია. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, ამიტომ ვიცი, თუ სად უნდა მივიდეთ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის რომ ხანგრძლივ წარმატებას მივაღწიოთ. - ერიკ ტენ ჰაგი.

სხვა სტატიები