Belive

ალფონსო დევისის რეალში ტრანსფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალფონსო დევისის "რეალში" ტრანსფერი ამ კვირაში გადაწყდება. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ყველაფერი თავად კანადელზე არის დამოკიდებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდულმა კლუბმა განაპირა მცველთან მოლაპარაკებები განაახლა. ამის ფონზე ბავარიელების შეთავაზება ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ალფონსო დევისის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული.

სხვადასხვა გამოცემების თანახმად, გერმანული კლუბი ალფონსოს უფასოდ გაშვებას არც კი განიხილავენ. თავის მხრივ, "რეალს" €50 მილიონის გადახდა არ სურს.

მიმდინარე სეზონში დევისმა 42 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად 6 ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები