საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა.
"ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საბერძნეთთან მატჩისთვის შემდეგი 11 ფეხბურთელი შეარჩია: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე - ჯაბა კანკავა (კ), ნგიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი - საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია - ბუდუ ზივზივაძე.
მთავარი მწვრთნელი:ვილი სანიოლი.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.