Belive

ვილი სანიოლი: "ჰაკან ჩალჰანოღლუს დიდი გულშემატკივარი ვარ..."

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, თურქეთთან გასამართი მატჩის წინ, ჩვენი მეტოქე ნაკრების ლიდერის - ჰაკან ჩალჰანოღლუს შესახებ ისაუბრა.

"როგორც წესი, მე არ მსურს კომენტარის გაკეთება მოწინააღმდეგე გუნდზე და არ მინდა, რომ მეტოქემ კომენტარი გააკეთოს ჩემს გუნდზე, ბევრად მირჩევნია, რომ თამაშში გავცვალოთ სიტყვები, მაგრამ რაღაცის თქმა მსურს აღვნიშნო ხაზგასმით - მე ჰაკან ჩალჰანოღლუს დიდი გულშემატკივარი ვარ. გერმანიაში ყოფნიდან ვუყურებ მის თამაშებს და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.

მას კარგი პასი, დარტყმა და გამძლეობა აქვს, ეს ყველაფერი ფეხბურთელს სრულყოფილს ხდის. ამიტომ მისი განეიტრალება ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ჩვენთვის..." - ვილი სანიოლი

დღეს, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები