Belive

საბა გოგლიჩიძე და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთის პირისპირ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ემპოლი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ქართველი ფეხბურთელები, საბა გოგლიჩიძე და ხვიჩა კვარაცხელია გუნდების ძირითად შემადგენლობაში არიან და მათ დაპირისპირებას პირველივე წუთებიდან ვიხილავთ.

გუნდები სხვადასხვა მიზნებისთვის იბრძვიან - ამ მომენტისთვის, ნაპოლი ცხრილის პირველ ადგილზეა 16 ქულით, ემპოლის კი 10 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

საბა გოგლიჩიძემ, უკანსკნელ შეხვედრაში, რომელიც ემპოლიმ "ლაციოსთან" 2:1 დათმო, საკმაოდ დაბალი შეფასება (6.2) მიიღო, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი რეაბილიტაციას შეეცდება. ხვიჩა კვარაცხელიამ, გავლილ 7 ტურში, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზოგიერთი გამოცემის ვერსიით, მისი საშუალო შეფასება, იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ფეხბურთელს აღემატება.

მატჩი თბილისის დროით 14:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები