მეექვსე ტიტული პარიზში | რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ მარსელთან?
ქუვეითში გამართულ საფრანგეთის სუპერთასის ფინალში გამარჯვება პსჟ-ს დარჩა. პარიზელებმა მარსელის ოლიმპიკთან ფრედ, 2:2 ითამაშა, პენალტების სერია კი ლუის ენრიკეს გუნდმა უკეთ შეასრულა (4:1). საერთო ჯამში, პსჟ რეკორდსმენია, მათ ეს ტიტული მეთოთხმეტედ მოიგეს, მაშინ, როცა უახლოოეს მდევარ ლიონს 8-ჯერ აქვს მოგებული.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო - მან წინა ორი შეხვედრა გამოტოვა და მისთვის, 2026 წელს, ეს პირველი თამაში იყო. ანგარიში დემბელემ გახსნა (მე-13 წუთი). მარსელმა შეხვედრის შემობრუნება 76-ე და 87-ე წუთზე გატანილი გოლებით შეძლო, თუმცა მათი ზეიმი გონსალო რამუშმა ჩაშალა - პორტუგგალიელმა თავდამსხმელმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გაათანაბრა და საბოლოოდ პენალტებში პსჟ-მ გაიმარჯვა. ხვიჩა მწვრთნელმა 72-ე წუთზე შეცვალა, ამიტომ ქართველი პენალტს ვერ შეასრულებდა. კვარაცხელიამ 7.1-დან 7.3-დე შეფასება დაიმსახურა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, პსჟ-ში ყოფნის პერიოდში უკვე მეექვსე ტიტული მოიგო.
VAINQUEURS ! 🏆❤️💙 pic.twitter.com/8lilS121HZ
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) January 8, 2026