Belive

კვარაცხელიას ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "ლაციოსთან" მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მატჩში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გუსტავ ისაკსენმა გაიტანა.

გარდა იმისა, რომ "ნაპოლიმ" სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველობა დათმო, "ლაციოსთან" მარცხი იმ გარემოებითაც იყო მძიმე, რომ გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა და რამდენიმე წყაროს მტკიცებით, კვარაცხელია 2024 წელს მოედანზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კავარაცხელია, რომელმაც "ლაციოსთან" მატჩში მარჯვენა მუხლის იოგები დაიზიანა, მოედანს იანვრის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. Tutto Napoli აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას ტრავმის სარეაბილიტაციო პროცესს მინიმუმ 4 კვირა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ვარსკვლავი დიდი ალბათობით "უდინეზეს", "ჯენოას", "ვენეციას", "ფიორენტინასა" და "ვერონას" წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები