Belive

რუსული მედია: კვარაცხელიას შეძენა სერია A-ს სამ კლუბს სურს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსული მედია ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ წერს, რომ მისით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბები არიან დაინტერესებული. ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გაასაჯაროვა, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსულმა გამოცემებმაც გაავრცელეს. ისინი წერენ, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ტალანტით სამი იტალიური კლუბი: "სასუალო", "უდინეზე" და "ტორინო" ინტერესდება, მათ შორის ყველაზე აქტიურნი კი ტურინელები არიან. ამ მომენტისთვის, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას გერმანული Transfermarkt-ი 7.5 მილიონ ევროდ აფასებს, მისი კონტრაქტი ყაზანის "რუბინთან" კი 2024 წლის ზაფხულში იწურება. კვარაცხელია ზედიზედ მესამედ “რუბინის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში ორ გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები