ვაკო გვილია: "ნაკრებში ამხანაგური მატჩები არ არსებობს"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება, ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს გასვლაზე. რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი კეთდება ივნისის თამაშებისთვის მოსამზადებლად. ნაკრებში ამხანაგური შეხვედრები არ არსებობს. ეროვნულ გუნდში ყოველთვის მოსაგებად ჩამოვდივართ, ახალი სქემების და ტაქტიკის შესამუშავებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ივნისის ოფიციალურ მატჩებს", - თქვა პოლონური "რაკოვის" 27 წლის ნახევარმცველმა.საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებების დაპირისპირება 24 მარტს ქალაქ ზენიცაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.