მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდეს.
Goal.com-ის ინფორმაციით, 53 წლის სპეციალისტსა და "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახალი სეზონიდან "ბიანკონერის" სწორედ იგი უთავკაცებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ცნობა უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება და ალეგრი ანდრეა პირლოს ჩაანაცვლებს, რომელიც დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობება.
საინტერესოა, რომ ალეგრის დასაქმებით მადრიდის "რეალი" და მილანის "ინტერიც" ინტერესდებიან. ამ უკანასკნელმა ახალი მწვრთნელის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გუნდია ანტონიო კონტემ დატოვა.
ცნობილი ხდება, რომ 2020/21 წლების სეზონში სკუდეტოს დაკარგვის შემდეგ, "ზებრების" მფლობელს, ანდრეა ანიელისა და ანდრეა პირლოს შორის გამართული მოლაპარაკებებისას გადაწყდა, რომ მხარეების გზები გაიყოფა.
სავარაუდოდ, ალეგრი ყოფილ კლუბთან სამწლიან კონრაქტს გააფორმებს.
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსს" 2014-19 წლებში თავკაცობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა 5-ჯერ სერია A, 4-ჯერ კოპა იტალია და 3-ჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.