რუბენ ბარახა: "მამარდაშვილი თამაშიდან თამაშამდე იზრდება..."
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე, "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა - რუბენ ბარახამ, მოახლოებულ თამაშსა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
გიორგი არის მეკარე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მას ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი, თუმცა ვხედავ თუ რამდენს მუშაობს საკუთარ თავზე და ეს ძალიან დასაფასებელია.
მას შესანიშნავი პირობები აქვს და თამაშიდან-თამაშამდე იზრდება. ის არის მეკარე, რომელსაც პირველ გუნდში თამაში გარანტირებული აქვს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის მისი მაქსიმუმი, რადგან იგი ყველა თამაშში აგრძელებს ჩვენს გაოცებას და ავლენს საოცარ უნარებს.
ის არის ჩვენი გუნდის პაზლი, რომელიც ძალიან დიდ ადგილს იკავებს კლუბში. რაც ყველაზე სასიამოვნოა, გიორგი ძალიან სტაბილური მეკარეა და დიდი ბედნიერებაა, რომ ქართველი მეკარე ჩვენი კლუბის ღირსებას კვლავ დაიცავს...
- რუბენ ბარახამ
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველ ტურში, "ვალენსიამ" სტუმრად "სევილია" 1:2 დაამარცხა და ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
მეორე ტურში კი "ღამურები" შინ, ლა ლიგაში ახლადაღზევებული "ლას პალმასს" დაუპირისპირდება. მატჩი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.